შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრში სასეირნო სივრცე მოეწყო. შესაბამისად, განთავსებული პირები შეძლებენ დღის განსაზღვრული მონაკვეთი საკუთარი სურვილისამებრ გაატარონ ღია სივრცეში და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით.
ასევე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცენტრში გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და დაინერგა 24/7-ზე სამედიცინო მომსახურება.
აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით.